ქ. ჯვარში სათემო ბიბლიოთეკა დაფუძნდა
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015
29 ოქტომბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ჯვარში„ ჯვარის სათემო განათლების ცენტრისა“ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით სათემო ბიბლიოთეკა დაფუძნდა.

ბიბლიოთეკის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ოთარ გოგოხია და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი  გოგა გულორდავა.

ბიბლიოთეკა აფხაზეთიდან დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შეიქმნა და მიზნად ისახავს ქ. ჯვარის დასახლების და მიმდებარე სოფლების დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას, ახალგაზრდებისთვის ინფორმაციისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

ბიბლიოთეკა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა და მას საბიბლიოთეკო ფონდის შესაქმნელად ოთხასამდე წიგნი გადასცა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. ბიბლიოთეკას ასამდე წიგნი ჩაუტანა ასევე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.

შემდეგ ვახტანგ ყოლბაია და დიმიტრი ჯაიანი აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდნენ და მათ  წინაშე მდგარ საიჭირბოროტო საკითხებზე და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.
 /