გაიმართა წიგნის - „აფხაზეთის/საქართველოს ტრაგედია საერთაშორისო სამსჯავროზე“ პრეზენტაცია
ხუთშაბათი, 5 ნოემბერი 2015
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პროფესორ ჯემალ გამახარიას წიგნის, „აფხაზეთის/საქართველოს ტრაგედია საერთაშორისო სამსჯავროზე" (ინგლისურ ენაზე) პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი ეძღვნება აფხაზეთში ომის დროს დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს. მასში მოცემულია აფხაზეთის ყველა დასახლებული პუნქტისა და იქ დაღუპული ადამიანების სია, ასევე თუ რა გარემოებაში დაიღუპნენ ისინი. სიები წლების განმავლობაში ზუსტდებოდა,  ბოლოს კი  ამ გამოცემაში იქნა თავმოყრილი.  სიას თან ახლავს აფხაზეთის/საქართველოს ტრაგედიის ისტორიულ-პოლიტიკური და სამართლებრივი ანალიზი.

პრეზენტაციაზე წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა(გია) გვაზავამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, თავად წიგნის ავტორმა ჯემალ გამახარიამ და სხვ.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ  აფხაზეთის ა/რ მთავრობის  წევრები, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და მეცნიერები.
 /