შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა
ხუთშაბათი, 3 დეკემბერი 2015

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო განათლების ხელშეწყობის პროგრამის „შემეცნებითი საგანმანათლებლო პროგრამა შშმ მოზარდებისათვის“ ფარგლებში ყოველწლიურად აღნიშნავს.
წლეულსაც ამასთან დაკავშირებით 30 დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი „ზაალ სულაკაურის სამხატვრო სტუდიის“ ცენტრში დაპატიჟეს. ცენტრში ბავშვებს ჯამბაზის მონაწილეობით სპეციალური გასართობი პროგრამა შესთავაზეს, თავად ცენტრის ხელმძღვანელმა ზაალ სულაკაურმა კი მათ ხატვის მასტერკლასი ჩაუტარა. დასასრულ მოზარდებს საჩუქრები გადაეცათ.
/