საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის დევნილ ახალგაზრდებს უმასპინძლა
ხუთშაბათი, 3 დეკემბერი 2015

2015 წლის 3 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის N2 და N3 საჯარო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს და დევნილ სტუდენტებს უმასპინძლა. ახალგაზრდებისთვის მოეწყო ექსკურსია პარლამენტის ისტორიულ შენობაში, მათ დაათვალიერეს პირველი რესპუბლიკის, დავით აღმაშენებლის (ბიურო), შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის ასევე, პლენარულ სხდომათა და კინო დარბაზები. გარდა ამისა, მოინახულეს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო. ექსკურსიის მსვლელობისას მათ უამბეს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაზე, პარლამენტის სტრუქტურაზე, მისიასა და როლზე, აგრეთვე, კანონშემოქმედებით პროცესზე.
ახალგაზრდებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა - „საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში“.
/
ახალგაზრდებმა ასევე დაათვალიერეს საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა - „საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში“.
/