აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მწერალ როსტომ ჩხეიძეს შეხვდნენ
სამშაბათი, 8 დეკემბერი 2015

აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მწერალსა და მეცნიერს როსტომ ჩხეიძეს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის პროექტის - ,,მწიგნობართა კლუბები“ ფარგლებში გაიმართა. წიგნთან გაუცხოებისა და უწიგნურობის დაძლევის მიზნით აფხაზეთის საჯარო სკოლებში წლების წინათ შეიქმნა ,,მწიგნობართა კლუბები“, სადაც ეწყობა წიგნების კითხვა, იმართება დისკუსიები წაკითხული ნაწარმოებების ირგვლივ, ტარდება შეხვედრები მწერლებთან და საინტერესო ადამიანებთან.
წლეულს აფხაზეთის საჯარო სკოლების ,,მწიგნობართა კლუბების’’ წევრებმა შეხვედრა მწერალსა და მეცნიერ როსტომ ჩხეიძესთან გადაწყვიტეს და ისინი ამისთვის საგანგებოდ ჩამოვიდნენ ზუგდიდიდან, ფოთიდან, სენაკიდან, ჩხოროწყუდან, ქუთაისიდან, ბორჯომიდან... როსტომ ჩხეიძის შემოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, პოეტმა ელგუჯა მარღიამ, მწერალმა ზაურ კალანდიამ და აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებელმა მაია ესართიამ. შეხვედრას უძღვებოდა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნატო კორსანტია.
მკვლევარი, ესეისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი, არაჩვეულებრივი ორატორი - როსტომ ჩხეიძე მრავალმხრივი შემოქმედია. ის ათეულობით წიგნის ავტორია, მათ შორის 18 ბიოგრაფიული რომანისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ეპოქებზე, თვითმყოფადობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ადამიანებზე მოგვითხრობს. ახალგაზრდა მწიგნობრებმა როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიულ რომანებთან - „ბედი პავლე ინგოროყვასი“ და „მოციქული“ (თედო სახოკია) დაკავშირებით გამოთქვეს მოსაზრებები და მწერალს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს. როსტომ ჩხეიძემ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა ამ ორი დიდი ადამიანის ღვაწლზე და იმ ურთულეს ეპოქებზე, როდესაც მათ უწევდათ ცხოვრება და მოღვაწეობა.
ბოლოს აფხაზეთის საჯარო სკოლების ,,მწიგნობართა კლუბების“ ყველაზე აქტიურ წევრებს სამინისტრომ და თავად მწერალმა საჩუქრად წიგნები გადასცეს./