გაიმართა გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი
ოთხშაბათი, 9 დეკემბერი 2015

ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გ. შარვაშიძის სახელობის პრემიის 2015 წლის ლაურეატები დააჯილდოვეს.
2015 წელს გ. შარვაშიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების შეჯამების შედეგად პრემიის ლაურეატები გახდნენ:
რობერტ მესხი- ლექსების კრებულისათვის „მზის რაფსოდია“;
გურამ ყურაშვილი -აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის 2015 წლის საკონცერტო პროგრამისათვის;
ალექსეი თარია- პუბლიცისტური წერილისათვის „გედის სიმღერა ანუ სამუდამო დევნილის მოგონებები და ფიქრები“;
ირაკლი გელენავა - დოკუმენტური კრებულისათვის „ქართული პერიოდული პრესის მასალები 1900-1921 წ.წ“ (აფხაზეთი - რელიგია, განათლება, კულტურა).
დაჯილდოების ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი უძღვებოდა. ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები, ამ პრემიის მიმნიჭებელი კომისიის წევრები და კულტური სსფეროს წარმომადგენლები.
/