მასწავლებელთა კონფერენციაზე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ განათლების მიმართულებით 2015 წელს გაწეული მუშაობა შეჯამდა
ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2015
2015 წლის 24 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრომ  სამინისტროს არტ-გალერეაში  გამართა აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მასწავლებელთა კონფერენცია.
 
კონფერენცია გახსნა და მასწავლებლებს მიმართა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა. მან მადლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისათვის და მომავალი კიდევ უფრო წარმატებული თანმშრომლობის იმედი გამოთქვა.
 
კონფერენციას უძღვებოდა სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე; დამსწრეთა წინაშე სამინისტროს მიერ განათლების მიმართულებით 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ, ამ კუთხით განხორციელებულ პროგრამებსა თუ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა  მანანა ქვაჩახიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ;  აფხაზური ენის სწავლების საკითხებზე, აფხაზური ენის სწავლებისთვის შექმნილ  სატრენინგო პროგრამაზე ისაუბრეს ნინო ფეტვიაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა და ჟურნალისტმა ირმა ოსიამ; რეფლექსიასა და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე პედაგოგებს ინფორმაცია მიაწოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ირინა სამსონიამ; მასწავლებლის შეფასების ახალი სისტემის; გარე დაკვირვებისა და 2016 წლის გამოცდების ნახევრად ელექტრონული ფორმატის სპეციფიკა პედაგოგებს გააცნო  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ირინა ჟვანიამ.
 
კონფერენციის ბოლოს  აფხაზეთის საჯარო  და ოკუპირებული ტერიტორიების სკოლების პედაგოგებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე,  კერძოდ  განათლების სისტემაში არსებულ პოლიტიკასა  და ამ მიმართულებით მოსალოდნელ ცვლილებებზე. გაიმართა პედაგოგებისთვის  საინტერესო და აქტუალური საკითხების განხილვა, მსჯელობა სასწავლო პროცესში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. მასწავლებლებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოთქვეს მოსაზრებები და წამოაყენოს წინადადებები სწავლების პროცესის შემდგომი სრულყოფის თვალსაზრისით. 
 /