წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა
პარასკევი, 5 თებერვალი 2016
ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას. მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის  თანადაფინანსება. კონკრეტული პროექტის განხორციელება წარმოადგენს აფხაზეთის მთავრობის მხრიდან ახალგაზრდობის მხარდაჭერის, აგრეთვე აფხაზური ენის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით კიდევ ერთ ქმედით ღონისძიებას.

ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ახალგაზრდები   აფხაზეთიდან:ავტორიზებული პროფესიული  საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები, ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები. აგრეთვე,  აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები.

განმცხადებელს მოეთხოვება მისი წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების  დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის (აკადემიური მოსწრების ფურცელი, სერტიფიკატები, სიგელები) და რეკომენდაცია/დახასიათების წარდგენა. აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი არ უნდა იყოს საშუალოდ 70%-ზე ნაკლები (ნაკლები პროცენტული მაჩვენებლის მქონე პრეტენდენტის განაცხადი არ დაფინანსდება. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე). სამინისტროს მხრიდან  პროგრამის ფარგლებში ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება სრული სასწავლო პერიოდის განმავლობაში  2-ზე მეტად (აღნიშნული არ ვრცელდება აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებზე), ხოლო  ერთი და იგივე პიროვნება არ დაფინანსდება ზედიზედ 2-ჯერ ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში.

სამინისტროშიშეიქმნება კომისია, რომელიც განიხილავს შემოსულ განცხადებებს და შეარჩევს დაფინანსებისათვის პროექტით განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. კომისიის გადაწყვეტილებით, შერჩეულ კანდიდატებს სამინისტროდან გაეწევათ თანადაფინანსება:

1. 500 ლარის ოდენობით - ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების (ბაკალავრები, მაგისტრანტები)სტუდენტებისა და ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტების შემთხვევაში;
2. 300 ლარის ოდენობით - ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების შემთხვევაში;
3.  3 000 ლარი - პროგრამის ფარგლებში აფხაზური ფილოლოგიის სტუდენტების (ერთ სტუნდენტზე - 1000 ლარი) სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის აფხაზეთის მთავრობის სტრატეგიული ხედვიდან და აფხაზური ენის/დაცვა/პოპულარიზაციის მიზნებიდან გამომდინარე.
 
 /