აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებმა ფოტოკონკურსში „ფოტოსინთეზი - 2016“ გაიმარჯვეს
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016

28 თებერვალს აფხაზეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლების მოსწავლეებისათვის ქ.ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში კონკურსის„ ფოტოსინთეზი 2016“რეგიონული ფოტო გამოფენა გაიმართა. გამოფენის თემა იყო: ,,საქართველოს ფაუნა– ფოტოგრაფია, ნადირობა’’.
აფხაზეთის 7 საჯარო და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული 5 სკოლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 30 სკოლის მოზარდებმა საავტორო ნამუშევრები და სტენდები წარმოადგინეს. ფოტოგამოფენაზე გამოვლინდნენ აფხაზეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ტურის გამარჯვებულები. აფხაზეთის რეგიონალური ტურის გამარჯვებულები გახდნენ: რუსუდან ძიგუა, აფხაზეთის №13 საჯარო სკოლა (პირველი ადგილი), მონიკა არდაშელია, თაგილონის საშუალო სკოლა (მეორე ადგილი). CENN-ის ფეისბუქ გვერდზე ფოტოების„ მოწონებათა’’ რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილი დაიკავა კოჩა ჩანგელიამ, აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის მოსწავლემ. ჟიურიმ სასკოლო სტენდების კონკურსის გამარჯვებულად აფხაზეთის №12 საჯარო სკოლა დაასახელა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის რეგიონალური ტურის გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადასცა, ხოლო კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა(CENN) ყველა მონაწილეს ნახევარფინალისტის სერთიფიკატი და სხვადასხვა საჩუქარი.
რეგიონული ტურის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით, ეროვნულ ტურში – ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად.
კონკურსი ტარდება პროექტის„ ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის(ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტს ახორციელებენ კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN),საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროექტის მხარდამჭერთა შორისაა აფხაზეთის ა/რ განთლებისა და კულტურის სამინისტრო./