აფხაზეთის მოზარდებს პროგრამაში - „ბიზნესის ანბანი“ მონაწილეობისათვის სერთიფიკატები გადაეცათ
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016

26 თებერვალს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს სასწავლო პროგრამაში „ბიზნესის ანბანი“ მონაწილეობისათვის სერთიფიკატები გადაეცათ. ტრენინგში თბილისში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სასწავლო პროგრამა „ბიზნეს ანბანი“ 22 თებერვალს გაიხსნა და მონაწილეებს ტრენინგი თემებზე: „კომუნიკაცია“, „იპოვე შენი თავი ბიზნესის სფეროში“, „როგორ მოვხიბლოთ მომხმარებელი პროდუქტის ვიზუალური მხარით“ და სხვ. ჩაუტარდათ.
მონაწილეებმა ასევე გაიარეს ფსიქოლოგიური ტესტი, რომლის შედეგებითაც შეირჩა თუ რომელი ბიზნესის მიმართულებაა თითოეული მათგანისთვის შესაფერისი.
პროექტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდმუმის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება. /