საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნა უკვდავია
ორშაბათი, 7 მარტი 2016
დღეს საქართველოს ეროვნული გმირი ჟიული შარტავა 72 წლისგახდებოდა.  

ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა(გია) გვაზავამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის  ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
 /