აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში სასწავლო რესურსების გამოფენა მოეწყო
ოთხშაბათი, 23 მარტი 2016
23 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში გაიხსნა არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიების“ სასწავლო რესურსების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია სასწავლო ისტორიული კედლის რუკები საქართველოსა და მსოფლიო ისტორიისათვის. ასევე, ნუმიზმატიკური ტაბულები, თემატური პლაკატები და ალბომები, ისტორიული ატლასები, კონტურული რუკები, დამხმარე ელექტრონული სახელმძღვანელოები. გამოფენის ავტორი და წარმომდგენია არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლება და ახალი ტექნოლოგიების “პრეზიდენტი, ისტორიული რუკების ავტორი მანანა შეყილაძე, გამოფენის გახსნას დაესწრნენ დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ზაალ სარაჯიშვილი, დიასპორების სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე და სხვ.
 
გამოფენის გახსნას წინ უძღოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ  აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლების ისტორიის მასწავლებლებისათვის ორგანიზებული ტრენინგი თემაზე:„სასწავლო ისტორიული რუკების გამოყენების მეთოდები ისტორიის გაკვეთილზე“. ტრენინგი ზუგდიდში ჩატარდა და მას    უძღვებოდა ისტორიული რუკების ავტორი, ისტორიის მასწავლებელი მანანა შეყილაძე. ტრენინგზე პედაგოგებმა იმუშავეს სადემონსტრაციო(კედლის) რუკების გამოყენების მეთოდებზე, დაამუშავეს ატლასისა და კონტურული რუკების გამოყენების მეთოდები. შეასრულეს რიგი აქტივობებისა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიული რუკების ნიმუშებზე.
 
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ-გალერეაში სასწავლო რესურსების გამოფენა სამი დღე გასტანს, 12.00 საათიდან 19.00 საათამდე.ამასთანავე, მსურველებს შეეძლებათ მათთვის საჭირო ისტორიული რუკების, ატლასების, ნუმიზმატიკური ტაბულებისა თუ სხვა სასწავლო რესურსების გამოწერა.
 
მისამართი:დიმიტრი უზნაძისქ. N68./