გაიმართა კონფერენცია ,,ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“
პარასკევი, 25 მარტი 2016
აფხაზეთის ბავშვთა  და ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის -,,ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარების“, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-  მემორიალური მუზეუმისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის  სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით   თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დარბაზში ჩატარდა სასწავლო-საგანმანათლებლო  შემოქმედებითი კონფერენცია ,,ქალები  სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“.

კონფერენციაში მეცნიერები, პოლიტიკოსები, პედაგოგები, ჟურნალისტები,  კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები, აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის  წევრები,   მრავალშვილიანი და ომში დაღუპულ მეომართა დედები, აფხაზი და ოსი ქალბატონები, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს ქართველქალთა უფლებებსა და თავისუფლებებზე XIX-XXI საუკუნეებში, ქალთა განსაკუთრებულ  როლზე საქართველოს თვითმყოფადობის, მისი დამოუკიდებლობისათვის  ბრძოლაში; აფხაზეთის №2და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია -,,ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“; მოეწყო ნორჩ მხატვართა  გამოფენა ,,გაზაფხული და ქალი“.  კონფერენციის მონაწილეებმა დაათვალიერეს მუზეუმის მოძრავი ექსპოზიცია ,,ქალთა უფლებები და მე-19 საუკუნის საზოგადო მოღვაწეები“. ქალთა უფლებების ილიასეულ შფასებებზე ისაუბრა ილია  ჭავჭავაძის  ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის დირექტორმა მზია ნადირაძემ.

კონფერენციას ესწრებოდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი  საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა.
პროექტიქალაქ თბილისის მერიის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
/