კინოთეატრმა „რუსთაველმა“ აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს უმასპინძლა
პარასკევი, 8 აპრილი 2016
აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურისა და კულტურული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, კინოთეატრმა „რუსთაველმა“აფხაზეთიდან დევნილ 30 მოზარდს უმასპინძლა.

მოზარდებმა იხილეს სამგანზომილებიანი (3D) გამოსახულებითა და უახლესი ტექნოლოგიებით გადაღებული სათავგადასავლო ანიმაცია, კომედია  -  „ზოოტოპია“.

კინოთეატრ  რუსთაველთან თანამშრომლობით, დევნილ მოზარდებს შესაძლებლობა მიეცათ, მათი კიდევ ერთი დღე გამხდარიყო უფრო სასიამოვნო და ხალისიანი./