აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს პროგრამის - „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ“ განხორციელებას
ოთხშაბათი, 13 აპრილი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს პროგრამის „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ“განხორციელებას. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ ნიჭიერ  და წარმატებულ ხელოვანებს,შემოქმედებით კოლექტივებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს საშუალება ეძლევათ, ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად თანადაფინანსება მიიღონ, რაც  მხოლოდ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას გულისხმობს.

თანადაფინანსების თაობაზე პროექტის (განაცხადის) წარდგენის უფლება აქვს აფხაზეთიდან დევნილ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. შემოსულ განაცხადს სპეციალური კომისია განიხილავს. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქართულ-აფხაზური კულტურის საზღვარგარეთ ეფექტურად წარმოჩენა.

აპლიკანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი მოწვევა, რომელიც ნამდვილად ადასტურებს პირის  საზღვარგარეთ საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებში, კულტურის დღეებში, გამოფენებსა და ფორუმებში მიწვევას.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს. მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქ. 68.
 
საკონტაქტო პირი - აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის უფროსი კახაბერ ძაძამია - ტელ: 555 38 43 49.

_FILES//ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.docx


/