აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
პარასკევი, 29 აპრილი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ გალერეაში ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტში მონაწილეობდნენ აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები (სულ 30 მოსწავლე).

წინა წლებისგან განსხვავებით 2016 წლის ,,ეტალონი“ კრეატიული ფორმით გამოირჩა. პროექტში ბევრად მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, კერძოდ, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 120 000 უფროსკლასელი. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები წარმოაჩინეს ასევე აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლის მოსწავლეებმა. გამოვლიდნენ ,,ეტალონი 2016“-ის ფინალურ თამაშში მონაწილე 82 ქალაქის, მუნიციპალიტეტისა და რაიონული გამგეობის ,,ეტალონი მოსწავლეები“ და მათ შორის ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“. 

გამარჯვებული გახდა აფხაზეთის №12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ვაჟა ტორუა. 
გადაცემის ჩაწერას ესწრებოდნენ და მონაწილეებს გულშემატკივრობდენ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი. პროექტის მიმდინარეობას მუსიკალურად აფორმებდა აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე თეონა ყელბერაშვილი. 

პროექტის ფინალური თამაში - ,,ეტალონი 2016“ გაიმართება 2016 წლის 21 მაისს სპორტის სასახლეში.
 /