აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას
ორშაბათი, 16 მაისი 2016
პროგრამის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეცნიერების  მხარდაჭერა და მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსდეს:
ა) სამეცნიერო ლიტერატურის/კვლევის გამოცემა;
ბ) მოკლევადიანი სამგზავრო ხარჯები მეცნიერებისთვის.

გამონაკლისის სახით, შეიძლება დაფინანსდეს სხვა მეცნიერიც, რომელიც არაა აფხაზეთიდან, მაგრამ მისი კვლევის თემა აქტუალურია და დაკავშირებულია საქართველოს ამ კუთხესთან.

არ დაფინანსდება ზედიზედ 2 წლის განმავლობაში სამეცნიერო ნაშრომის დაბეჭდვის თაობაზე ერთი და იგივე ავტორის მიერ შემოტანილი განაცხადი.

უპირატესობა მიენიჭება თანადაფინანსებით წარმოდგენილ პროექტს.

შემოსულ განაცხადს სპეციალური კომისია განიხილავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს - ბესიკ ოდიშარიას, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, ტ. 577 09 22 30.
მისამართი: დიმიტრი უზნაძისქ. 68.


განაცხადის ანკეტა.

_FILES//მხარდაჭერის პროგრამა 2016.docx

/