თბილისში ილორის წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველი აკურთხეს
ორშაბათი, 16 მაისი 2016
თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე ილორის წმინდა გიორგის ტაძრის  საძირკველი აკურთხეს. კურთხევის წირვა-ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა.  კურთხევას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. 

მეუფე მელქისდეკმა პატრიარქის სახელით მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ხელისუფლებას ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის და  აფხაზეთის მთავრობა დალოცა.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ყველა ადამიანს.

„მინდაკიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს მოსახლეობას, მრევლს, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვაალე დღესასწაული. ჩვენ ყველას გვაძლიერებს ის მოვლენა, რომ აფხაზეთის დღის აღნიშვნა ჩვენმა პატრიარქმა თავისი ლოცვა-კურთხევით სვიმონ კანანელის ხსენების დღეს მიუსადაგა.

სვიმონ კანანელისა და აფხაზეთის დღისამდი მიძღვნილი მსვლელობა მრევლისა მომავალ კვირას ზუგდიდში დასრულდება. ნიშანდობლივი და სიმბოლურია ისიც, რომ ბრწყინვალე აღდგომის დღეებში მოხდა ტაძრის საძირკვლის კურთხევა. მინდა ყველას მივულოცო ეს შესანიშნავი დღე, რაც დიდი მადლი და  ძალაა ჩვენთვის. ილორის სალოცავი განსაკუთრებული ძალის მატარებელი იყო მუდამ. აფხაზეთში დაბრუნებას კი დიდი მოთმინება, ნებისყოფა და სულის სიმტკიცე სჭირდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქს, მთელ საზოგადოებას, ეკლესიის წინამძღვარ მამა ლევანს, მეუფე მელქისედეკს, რომელმაც დღევანდელი წირვა ჩაატარა და ეკლესიის საძირკველი აკურთხა,“ განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

  /