26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
პარასკევი, 27 მაისი 2016
ეს დღე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 

ბრძოლა ცხადია, ამით არ დამთავრებულა და მოწინააღმდეგემ მერეც არაერთი წინააღმდეგობა დაგვახვედრა ამ გზაზე. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას თბილისში, გმირთა მოედანზე პატივი მიაგეს საქართველოს ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, რომელიც წინა დღეს ზუგდიდში ხურჩასთან ვერაგულად მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა სამძიმრის სათქმელად.
 
 გიგა ოთხოზორია 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალეს, ისიც ხომ სინამდვილეში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა: ქვეყნის გასაყოფად აღმართული „საზღვარი“ ვერ იგუა და ეს არ აპატიეს./