საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნას მიეძღვნა
ხუთშაბათი, 26 მაისი 2016
წლეულს, 26 მაისს  აფხაზეთის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების სამსახურისა და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის  „მომავლის ხმის“ მონაწილეობით მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადებიდან 77-ე წლისთავისადმი  მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო - „საქართველოვ,  გულო  ჩემო“.

საღამოში მონაწილეობდნენ აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები, აფხაზეთის ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. საღამოს საპატიო სტუმარი იყო  ქ.თბილისის მერი  დავით ნარმანია.
მერაბ კოსტავას ეზოში მოეწყო აფხაზეთის მოზარდი მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრებისა და ფოტოების გამოფენა.

დასასრულ საღამოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სოფელ ხურჩაში მომხდარ შემზარავ მკვლელობას და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჩვენი  თანამემამულის გიგა ოთხოზორიას ხსოვნას./