აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა
სამშაბათი, 7 ივნისი 2016
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებითა და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, 2016 წლის 1-7 ივნისს ჩაატარა  აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს   შორის ტურნირი მინი-ფეხბურთში.

საპრიზო ადგილისათვის დაძაბულ თამაშში გაიმარჯვა და მესამე საპატიო ადგილის მფლობელი გახდა აფხაზეთის მთავრობის აპარატის გუნდი.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდები. ძირითადი თამაში დამთავრდა ფრედ 2:2. პენალტების სერიაში გაიმარჯვა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გუნდმა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს შორის ტურნირში მინი-ფეხბურთში გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებით,  დიპლომებით და ბურთებით დაჯილდოვდნენ./