დევნილი მოზარდები ბულაჩაურში, ეკო-ბანაკში დაისვენებენ
სამშაბათი, 28 ივნისი 2016

ბულაჩაურში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ CENN-ის თანმშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ეკო-ბანაკი მოეწყო. ბანაკი 27 ივნისიდან 6 ივლისამდე გაგრძელდება და აქ ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრები მოზარდებიც დაისვენებენ.
საგანმანათლებლო ბანაკის მოქმედების პერიოდში მოსწავლეები სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობაში, ინტერაქტიულ სემინარსა და საველე გასვლაში ჩაებმებიან.
ეკო-ბანაკის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთში CENN-ის კოორდინატორი და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის გამწვანებისა და გარემოს დაცვითი პროექტების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN-ის აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში./