აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტაჟიორს სერთიფიკატი გადაეცა
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში სამთვიანი სტაჟირების შედეგები შეჯამდა. უკვე წლებია, რაც სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფას.
ამჟამად სამთვიანი სტაჟირება გაიარა გვანცა ვაშაკიძემ სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურში და სტაჟირების საბჭოს გადაწყვეტილებით, მას შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ სტაჟიორის საქმიანობის შეჯამებისას, მადლობა გადაუხადა მას სამინისტროს საქმიანიობაში აქტიური მინაწილეობისათვის და წარმატებები უსურვა.
/