აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით, ესპანეთის სამეფოში დასასვენებლად გაემგზავრნენ
სამშაბათი, 5 ივლისი 2016

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ინტეგრაციისა და სოლიდარობის საერთაშორისო ფონდ„FINSOL“-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების 20 ბავშვი ესპანეთის სამეფოში გაემგზავრა. მათი უმეტესობა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა.
მოზარდები ორითვის განმავლობაში ესპანურ მოხალისე ოჯახებში დაისვენებენ. ისინი გაეცნობიან მდიდარ ესპანურ კულტურას, შეისწავლიან ესპანური ენას და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის აქტივობაში.
გამგზავრებამდე პროგრამაში მონაწილე ბავშვებსა დ ამათ მშობლებს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე ,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია შეხვდნენ და ბედნიერი დასვენება უსურვეს. პროექტში მონაწილე ბავშვები ესპანეთში გამთენიისას გაემგზავრნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ფონდი„FINSOL“2008 წლიდან თანამშრომლობენ. მათი ხელშეწყობით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების ბავშვები საზაფხულო არდადეგებს ესპანეთში ყოველწლიურად ატარებენ. პროექტი აფხაზეთის მთავრობის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.
/