აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ნუნუ გაბუნიასთან, გურამ ოდიშარიასთან და ნერსე ბაცაშთან შეხვედრა გაიმართა
ხუთშაბათი, 7 ივლისი 2016

აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიასთან, მწერალ გურამ ოდიშარიასთან და არქიტექტორ ნერსე ბაცაშთან შეხვედრა გაიმართა. დამსწრეთ სტუმრები ცენტრის უფროსმა სვეტლანა ქეცბამ წარუდგინა.
ნერსე ბაწაშმა ისაუბრა თავის ნამუშევრებზე, მათში გადმოცემულ ეროვნულ თუ გლობალურ სათქმელზე, რომლის გატანასაც ის ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებს.
მწერალმა გურამ ოდიშარიამ თავის წიგნებსა და მათ თარგმანებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რომანზე „პრეზიდენტის კატა“, რომელიც ცნობილ აფხაზ საზოგადო მოღვაწეს მიხეილ ბღაჟბას ეხება. შემდეგ კი დამსწრეთ ეს გამოცემა სათითაოდ უსახსოვრა.
კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ გაიხსენა აფხაზეთთან დაკავშირებული შთამბეჭდავი დღეები და აფხაზეთისადმი მიძღვნილი სიმღერები, რომელთაგან ერთ-ერთ დარბაზში გახმიანდა კიდეც. საღამოს ბოლოს მოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
მოწვეულ ხელოვანებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
/