აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ..." გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურულ-პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ-სოციალური თანაცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.