იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდულ კონფერენციას თემაზე: „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა“ უმასპინძლა
22.05.2018



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გამართა ახალგაზრდული კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა“. კონფერენცია აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტმა „თბილისის ივენთ-ჰოლში“ დიდი ოვაციებით ჩაიარა
22.05.2018



აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში „თბილისის ივენთ-ჰოლში“ კონცერტი გამართა სახელწოდებით: „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“.