აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „კონგრეს-ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების კონკურსი-დათვალიერება გაიმართა.
აფხაზეთის რაგბის ფედერაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ასპინძაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ კლუბ „ტაოს“ ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად ბავშვთა სარაგბო ფესტივალი ჩაატარა.