იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234
სიახლეები
აფხაზეთის თემატიკა - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
11.10.2018



ფრანფკურტის საიუბილეო, 70-ე წიგნის ბაზრობა უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. წლეულს საქართველოს ფრანკფურტის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი აქვს. შესაბამისად, საქართველოს პავილიონი 180 კვ. მეტრს იკავებს და წარდგება Georgia Made by Characters კონცეფციით. წიგნის ცენტრის ინფორმაციით, საქართველომ ბაზრობაზე ქართული წიგნების 300-მდე თარგმანი წარადგინა, აქედან 130 წიგნი გერმანულ ენაზეა თარგმნილი. აქ 50 ქართველი მწერალი სხადასხვა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში 400-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის სხვადასხვა ქალაქში.