25 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ა(ა)იპ ახალგაზრდული ასოციაცია DRONI-ს შორის გაფორმდა ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო იწყებს ქვეპროგრამის „გამოყენებითი ხელოვნების სასწავლო პროგრამა დევნილი ახალგაზრდებისათვის“ განხორციელებას.
წლეულს, 7 მარტს ჟიული შარტავა - საქართველოს ეროვნული გმირი, „დიდგორის’, „ვახტანგ გორგასლისა“ და „წმიდა გიორგის“ I ხარისხის ორდენების კავალერი - 75 წლის გახდებოდა.
7 მარტს რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში სპექტაკლი - ,,დაბადების დღე“ წარმოადგინა.
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ამავე კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პარლამენტში პირველი ეროვნული გმირის სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა.