სიახლეები
გაიმართა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში
22.11.2016
2016 წლის 19-20 ნოემბერს ქ. თბილისში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ძიუდოს ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი ძიუდოში 2001-2001 და 2003-2004 წ.წ. დაბადებულ სპორტსმენთა შორის.
აფხაზეთის საგუნდო კაპელა ბელგიის საკათედრო ტაძარში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა
21.11.2016
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელის წმინდა მიქაელის და გუდულას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილეობდა.
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა ოპერის თეატრში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა
08.11.2016
ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი წარმოადგინა.
კონცერტი ახალგაზრდა გამოჩენილი მუსიკოსის, ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად გაიმართა.
კონცერტს დირიჟორი და კომპოზიტორი, აფხაზეთის კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე დირიჟორობდა.
„ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ!“
28.10.2016
27 ოქტომბერი - აფხაზური ენის დღეა. ენისა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა“ წარდგინება გაიმართა. წიგნი ქართულ და აფხაზურ ენებზეა გამოცემული და ის აფხაზურ ენაზე 2016 წელს „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა“ თარგმნა.