იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
სიახლეები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა
20.02.2019



სხდომას უძღვებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია. სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კუტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ 2018 წელს სამინისტროს მიერ განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით გაწეული საქმიანობის ვრცელი ანგარიში წარადგინა.
მანანა ქვაჩახიამ ბორჯომში საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გამსვლელ სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა
20.02.2019



სხდომაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მის შემადგენლობაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინეს.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა
14.02.2019



საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამოცემული კრებულის „აფხაზეთი სავიზიტო ბარათად“ პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამის მხარდამჭერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. კრებული აფხაზეთიდან ლტოლვილ საზღვარგარეთ მცხოვრებ 34 წარმატებულ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს.
სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალგარემონტებული დარბაზი გადაეცა
13.02.2019



გუშინ თბილისში მდიდარი წარსულისა და უდიდესი თეატრალური ტრადიციების მქონე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალგარემონტებული დარბაზი გაიხსნა. 25 წლის შემდეგ, პირველად თეატრს საკუთარი შენობა, ასევე, 254 ადგილიანი დარბაზი, კეთილმოწყობილი სცენა, სარეპეტიციო დარბაზი, საგრიმიორო ოთახები და საშხაპეები აქვს.დარბაზი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შენობაშია განთავსებული.
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეტრმა და მისმა დამაარსებელმა, რეჟისორმა გიორგი რატიანმა იუბილე აღნიშნეს
05.02.2019



ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ,,თეთრი ტალღა" დაარსებიდან 30 წლისა და საქართველოს სახალხო არტისტის გიორგი რატიანის სასცენო მოღვაწეობის 65 წლის იუბილე აღინიშნა.
,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება
31.01.2019



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს.
აფხაზეთის მთავრობაში ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტ ბარბარა ტომფსონ ვიუსთან შეხვედრა გაიმართა
21.01.2019



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს არგენტინის პრეზიდენტი ბარბარა ტომფსონ ვიუ ეწვია. საპატიო სტუმართან შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ტრენინგის სერთიფიკატები გადასცა
31.12.2018



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ სამინისტროს თანამშრომლებს შობა-ახალი წელი მიულოცა. მილოცვას კიდევ უფრო მეტი საზეიმო ელფერი შესძინა სამინისტროს თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი ტრენინგების სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიალმა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია და ახალი წელი მიულოცა
28.12.2018



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, N16 პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია და ახალი წელი მიულოცა.
საახალწლო ზეიმი აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროში ორი დღე გაგრძელდა
28.12.2018



c27-28 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის მოეწყო ტრადიციული საახალწლო ზეიმი, რომელზეც წლულს გლდანის ბავშვთა სახლის 49 აღსაზრდელიც იყო მოწვეული.