იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
სიახლეები
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა ოპერის თეატრში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდა
08.11.2016



ნიკოლოზ რაჭველმა და ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტი წარმოადგინა. კონცერტი ახალგაზრდა გამოჩენილი მუსიკოსის, ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად გაიმართა. კონცერტს დირიჟორი და კომპოზიტორი, აფხაზეთის კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე დირიჟორობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ მოილოცა
06.11.2016



თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაბრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოილოცეს.
აფხაზური ენის დღე აფხაზეთის საჯარო სკოლებში აფხაზურ ენაზე აღნიშნეს
28.10.2016



27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საჯარო სკოლებში, სადაც ისწავლება აფხაზური ენა, ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები თემაზე: „აფხაზური ენა და აფხაზეთის ისტორიული ძეგლები“.
„ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზი ხალხის გულებისაკენ!“
28.10.2016



27 ოქტომბერი - აფხაზური ენის დღეა. ენისა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ დღის აღსანიშნავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ნინო მიქიაშვილის წიგნის „მერაბ კოსტავა“ წარდგინება გაიმართა. წიგნი ქართულ და აფხაზურ ენებზეა გამოცემული და ის აფხაზურ ენაზე 2016 წელს „ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტმა“ თარგმნა.
კარიერის სწორად დაგეგმვის მიზნით
24.10.2016



21 ოქტომბერს აფხაზეთის №1, №11, №12, № 14, №15 საჯარო სკოლების 50 მოსწავლე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმრობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქვეპროგრამის „კარიერის დაგეგმვა, პროფესიული სახელობო სწავლება სკოლებში“ ფარგლებში გაიმართა. ქვეპროგრამა წარმოადგენს სამინისტროს მუშაობის სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და მისი მიზანია უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის დახმარების გაწევა მომავალი პროფესიული საქმიანობის გააზრებულად არჩევასა და კარიერის სწორად დაგეგმვაში.
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში
24.10.2016



2016 წლის 22 ოქტომბერს ქ. თბილისში, ჭადრაკის სასახლეში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ჩატარდა აფხაზეთის ღია პირველობა ჭადრაკში (სწრაფი ჭადრაკი). შეჯიბრში მონაწილეობდნენ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები, ასევე მოწვეული სპორტსმენები.
დიმიტრი ჯაიანმა აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა
05.10.2016



5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.
კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი გაიმართა
01.10.2016



აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მუსიკის საერთაშორისო დღეს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი სახელწოდებით „ერთ არწივის ორი ფრთა ხართ... ფანდურო და აფხიარცა“ გაიმართა.
ვახტანგ ყოლბაიამ და დიმიტრი ჯაიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი იმერეთში გვირგვინით შეამკეს
28.09.2016



27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი იმერეთის რეგიონში გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა ჩაჩავამ, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ, ხონის საკრებულოს თავმჯდომარემ ვალერი ბახტაძემ ადგილობრივმა და დევნილმა მოსახლეობამ.
27 სექტემბერი - ხსოვნისა და იმედის დღე
27.09.2016



2016 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 23 წელი გასრულდა. სოხუმის დაცემა 27 სექტემბერს - ჯვართამაღლების დღეს დაემთხვა, რაც აფხაზეთიდან დევნილებს არ უკარგავს იმედსა და რწმენას, რომ დაცემას ამაღლება მოჰყვება და აფხაზეთიდან გამოდევნას - აფხაზეთში დაბრუნება!