იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
სიახლეები
ვ. არქანიას არტ-გალერეაში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“
02.03.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა დღეს“.
დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა
28.02.2017



ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების ორგანიზებით გაიმართა დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო: „ქალი ყოველი არსის გვირგვინი“.
აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად!
27.02.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნის - „მომავლისათვის მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს ფოტოკონკურსს - „აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები“
16.02.2017



ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები მძიმე მდგომარეობაშია.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტაჟიორებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ
07.02.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ორთვიანი სტაჟირების შედეგები შეჯამდა. უკვე წლებია, რაც სამინისტრო წარმატებით ახორციელებს სტაჟირების პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ტუნდაც მცირეოდენი წვლილის შეტანას მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში, მათი პროფესიული დონის ამაღლებაში, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და სრულყოფაში.
ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში თეატრმცოდნე ნათელა არველაძესთან შეხვედრა გაიმართა
06.02.2017



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში თეატრმცოდნე ნათელა არველაძესთან შეხვედრა და მისი ორწიგნეულის - „მხოლოდ თეატრზე“ და „თეატრზე და არა მხოლოდ“ პრეზენტაცია გაიმართა.
სოხუმის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ოფისისა და სარეპეტიციო დარბაზის პრეზენტაცია გამართა
16.01.2017



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს საკუთრებაში ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადასცა.
სოხუმის საკათედრო ტაძარს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
04.01.2017



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სოხუმის საკათედრო ტაძარს (ქ. სოხუმი, 4 მარტის/ლესელიძის ქუჩა) უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ
19.12.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს. დაჯილდოება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის 2016 წლის ქვეპროგრამის „ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დაჯილდოება“ ფარგლებში მოეწყო.
აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელს და მის წევრებს აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელები გადაეცათ
19.12.2016



გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელას სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე და კაპელას წევრები „წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის საგუნდო კაპელა ოქტომბერში ბელგიის საკათედრო ტაძრის - მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - დაცვა-შენარჩუნების პროცესში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობდა.