იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
სიახლეები
აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა
13.07.2016



აფხაზეთის ა/რ მთავრობამ, აფხაზეთის საკითხის პოპულარიზაციის მიზნით, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დააწესა
წლეულს აფხაზეთის სკოლები ოქროსა და ვერცხლის 14 მედალოსანმა დაამთავრა
04.07.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში, აფხაზეთის საჯარო და საშუალო სკოლების კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.
მწერალ ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა
24.06.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებულ ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში მწერლისა და პუბლიცისტის ციალა არდაშელიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
„მომავლის ბანაკში“ გამგზავრების მსურველთა საყურადღებოდ!
22.06.2016



წლეულს , 15 ივლისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან“ ერთად ახორციელებს „მომავლის ბანაკს“ დაბა შაორში).
აფხაზეთის ავტონომიურმა ხელისუფლებამ ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღნიშნა
20.06.2016



20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა და ამ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში საგანგებო საღამო მიუძღვნა.
საქართველოს პარლამენტში „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა
20.06.2016



საქართველოს პარლამენტში „აფხაზეთის არქიტექტურულ-ისტორიული ნაგებობების რუკის“ პრეზენტაცია გაიმართა
აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი ცხოვრებაშვილი მსოფლიო თასის ჩემპიონი გახდა ძალისმიერ სამჭიდში
16.06.2016



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი მსოფლიო თასის ჩემპიონს ძალისმიერ სამჭიდში ირაკლი ცხოვრებაშვილს შეხვდა და მას გამარჯვება მიულოცა.
აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ენის მძიმე მდგომარეობაზე იმსჯელეს
10.06.2016



აფხაზეთის მთავრობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლებისა და მშობლიური ენის მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
ზუგდიდსა და ბათუმში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოველწლიური სპორტული თამაშები ჩატარდა
10.06.2016



აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფინანსებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტული თამაშების ჩატარება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. თამაშები საქართველოს რეგიონებში ტარდება, ფინალური ტურნირები კი თბილისში და გამარჯვებული სკოლები აქ ჩამოდიან.
ნორჩ რაგბისტთა ფესტივალმა აფხაზეთის წარმატებული გუნდებიც გამოავლინა
07.06.2016



საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის კლუბ „ზუგდიდის“ ხელმძღვანელის სანდრო ესაკიასა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მოზარდებმა თბილისში, რაგბის საწვრთნელ-სანაკრებო ბაზა „შევარდენზე“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა. აფხაზეთის რაგბისტთა გუნდმა „თოლიებმა“ ნორჩ რაგბისტთა ფესტივალზე წარმატებით იასპარეზა.