იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ საგურამოში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საღამო გამართა
25.05.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს აგრძელებს. ამჯერად სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილებისა და აფხაზეთის ა/რ ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირის „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“ ორგანიზებით, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო საღამო.
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთმა“ რუსთაველის თეატრში საიუბილეო კონცერტი გამართა
24.05.2018



აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთმა“, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და „აფხაზეთის დღესთან“ დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ანსამბლის დაარსების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საანგარიშო კონცერტი გამართა.
23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს სიონის ტაძარში პარაკლისი აღევლინა
23.05.2018



23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღავლინა. წმინდა მოციქული სვიმონ კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. მან ქრისტეს მოძღვრება ანდრია პირველწოდებულთან ერთად დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, რის შემდეგაც წარმართთა მოსაქცევად აფხაზეთში დარჩა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ახალგაზრდული კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა“ გამართა
22.05.2018



აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გამართა ახალგაზრდული კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთი - წარსული და დღევანდელობა“. კონფერენცია აფხაზეთის ა/რ ხელისუფლების მიერ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო.
აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელას კონცერტმა „თბილისის ივენთ-ჰოლში“ დიდი ოვაციებით ჩაიარა
22.05.2018



აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისა და აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში „თბილისის ივენთ-ჰოლში“ კონცერტი გამართა სახელწოდებით: „ქართული მუსიკა ზვიად ბოლქვაძესა და აფხაზეთის კაპელასთან ერთად“.
საქართველოს ეროვნულ არქივში ქართულ-აფხაზური მშვიდობიანი თანაცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა
21.05.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ფოტოგამოფენა „აქ ერთად ვართ..." გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართულ-აფხაზური კულტურულ-პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ-სოციალური თანაცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, რომელიც საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.
გამოფენის - „ჩემი სახლისაკენ მიმავალი გზა“ პრეზენტაცია გაიმართა
18.05.2018



საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მხატვრების მორიგი გამოფენა გაიმართა. გამოფენა ამჯერად თემატური იყო და მას „ჩემი სახლისაკენ მიმავალი გზა“ ერქვა.
აფხაზური ფოლკლორის - საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილის - დაცვის მიზნით
07.05.2018



წლეულს, 5-6 მაისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსა და გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, სენაკში კულტურულ-საგანმანათლებლო საღამო ,,აფხაზური ფოლკლორი საქართველოს მრავალფეროვანი და მდიდარი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილი“ ჩატარდა.
ფარიკაობაში აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
07.05.2018



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით და აფხაზეთის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით 2018 წლის 3-6 მაისს, ქ. თბილისში (სფფ -ის სპორტდარბაზში) აფხაზეთის ღია საერთაშორისო ტურნირი ფარიკაობაში ჩატარდა.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო „აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის თანადაფინანსების“ 2018 წლის პროგრამის მეორე ეტაპს იწყებს
30.04.2018



„აფხაზეთიდან დევნილი ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის თანადაფინანსების“ 2018 წლის პროგრამის მეორე ეტაპისთვის განცხადებების მიღება 1 მაისს იწყება და 30 მაისამდე გასტანს.