იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სიახლეები
2019 წლის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
11.04.2019



ქ. თბილისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას არტ-გალერეაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ერთმანეთს აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის სკოლების მოსწავლეები შეეჯიბრნენ (სულ 65 მოსწავლე).
თბილისის საჯარო სკოლებში პროექტი „გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განახლდა
10.04.2019



წლეულს, 15 აპრილიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამის“ ფარგლებში, ქ. თბილისის საჯარო სკოლებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექცია-სემინარები განაახლა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
09.04.2019



9 აპრილი სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის გამარჯვებული გუნდები ცნობილია
08.04.2019



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის აფხაზეთის რეგიონის ფინალური თამაშები გამართა. აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლები ერთმანეთს რეგიონის პირველობისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. სულ ოლიმპიადაში 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ვალერი არქანიას არტ-გალერეაში კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა
06.04.2019



უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, კონფერენცია „ზვიად გამსახურდია და აფხაზეთი“ გაიმართა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და ზვიად გამსახურდიას როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიაში ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ.
ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში თემაზე - „9 აპრილი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი“ ისაუბრა
05.04.2019



საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილის აღსანიშნავ კვირეულს აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლა სათითაოდ ეხმაურება. კერძოდ კი, სკოლებში, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, ტარდება ღია გაკვეთილები თემაზე: „საქართველოს პირველი პრეზიდენტი“.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილისიდამი მიძღვნილი კვირეული აფხაზეთის საჯარო სკოლებში გრძელდება
04.04.2019



საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში მიიწვიეს. მადონა მაქაცარიამ მოსწავლეებს წაუკითხა ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი თემა - „ზვიად გამსახურდიას ცხოვრების გზა“, რომელმაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი და ემოცია გამოიწვია.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა
01.04.2019



საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წიგნის - „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ აფხაზური ენის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით გამოსცეს.
„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა
26.03.2019



„გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია აისეკს (AIESEC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
26.03.2019



მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი და აფხაზი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გამრავალფეროვნებას. ის ასევე გულისხმობს მთელ საქართველოში და მათ შორის გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების საერთაშორისო კავშირებში ჩაბმას და მათში საერთაშორისო, კონკურენტუნარიანი ლიდერების აღზრდას.