იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
28.05.2018

26 მაისი ჩვენი უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია. წლევანდელი 26 მაისი იმით არის სრულიად გამორჩეული, რომ ქართველი ერი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ზეიმობს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელმა კრებამ დაადასტურა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაიშალა და მე-15 საუკუნის შემდეგ პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო შეიქმნა.


დამფუძნებელი კრება 1919 წელს ჩატარებული საყოველთაო ფარული კენჭისყრის შედეგად დაკომპლექტდა. ის იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო რომლის მიზანსაც პარლამენტის მოწვევამდე კონსტიტუციისა და სახელმწიფო მმართველობის ფორმის შემუშავება წარმოადგენდა.


დამფუძნებელი კრება საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამდე, 1919-1921 წლებში მოქმედებდა. 


წლეულს, 26 მაისს პირველი რესპუბლიკის საუკუნოვანი იუბილის მოსალოცად თბილისს 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია. ამ დიდი ისტორიული თარიღის აღსანიშნავად ასევე ჩამოვიდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების შთამომავლები.