იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627281234
სიახლეები
ქ. ტალინში საერთაშორისო ღია ტურნირში ჭიდაობაში აფხაზეთის სპორტსმენებმაც იასპარეზეს
10.04.2017

წლეულს, 31 მარტი-2 აპრილს, ქ. ტალინში ჩატარდა კრისტიანუ პოლუსალის სახელობის საერთაშორისო ღია ტურნირი ჭიდაობაში, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ საქართველოს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სპორტსმენები.


ტურნირში მონაწილეობდა აფხაზეთის გუნდი ექვსი სპორტსმენის შემადგენლობით. გუნდს ხელმძღვანელობდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გერასიმე ესებუა. ტურნირში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს: ლულა გეჯაძემ, 69 კგ. წონით კატეგორიაში და მიხეილ მებონიამ 76 კგ. წონით კატეგორიაში.


ტურნირის დასრულების შემდეგ, 2-4 აპრილის ჩათვლით ქ. ტალინის სპორტულ ბაზაში ქართველმა სპორტსმენებმა, სხვა ქვეყნის სპორტსმენებთან ერთად, სპორტული შეკრება (საწვრთნო-სასწავლო პროცესი) გაიარეს.


აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტსმენთა გუნდის გამგზავრება ქ. ქუთაისიდან ქ. ვილნიუსის მიმართულებით, დაემთხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული შეთანხმების - „ვიზა-ლიბერალიზაციის“ ამოქმედების შემდეგ განხორციელებულ პირველ რეისს. ამის გამო ქ. ვილნიუსში საქართველოდან ჩასულ სპორტსმენებს დახვდნენ ლიტვის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, რომლებმაც ქართველ სპორტსმენებსა და სხვა მგზავრებს ევროპის „შენგენის“ ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა მიულოცეს და მათ სიმბოლური საჩუქრები გა