იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
10.04.2017

1989 წლის 9 აპრილიდან 28 წელი გავიდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.


1991 წლის 9 აპრილს კი საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“ მიიღო.


წლეულს 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ და ამ დღეს დაღუპულებს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა: „ასეთი მნიშვნელოვანი დღე საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს.


ჩვენ აქ მოვდივართ, რათა პატივი მივაგოთ იმ ხალხს, რომელმაც სისტემის წინააღმდეგ გაბედა ბრძოლა. მათ პატივსაცემად ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მათი სახელები მუდამ ახსოვდეთ“.