იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში
12.04.2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის მძლეოსნობის ფედერაციის მხარდაჭერით, 2017 წლის 9 აპრილს გაიმართა აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში (პროგრამის სხვადასხვა სახეობაში) დიდებში, ბირთვის კვრაში კი 1999-2003 წ.წ. დაბადებულ ახალგაზრდებს შორის.
აფხაზეთის ღია პირველობა მძლეოსნობაში ჩატარდა აგრეთვე, პირადი პირველობის სახით, გოგონებსა და ვაჟებს შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მძლეოსნები. თითოეულმა სპორტსმენმა მძლეოსნობის პროგრამის სხვადასხვა სახეობაში იასპარეზა.


აფხაზეთის სპორტსმენებმა შემდეგი საპრიზო ადგილები მოიპოვეს
ვაჟებს შორის:
სიგრძეზე ხტომა - ირაკლი გელანტია, პირველი ადგილი; რბენა 1000 მ. - ნიკა ხოჭოლავა, მეორე ადგილი; რბენა 100 მ. - საბა კურდღელია, პირველი ადგილი; ჭოკით ხტომა - საბა სოსელია, პირველი ადგილი; ჭოკით ხტომა - მიშა ცანავა, მეორე ადგილი; სამმხტომი - ირაკლი გელანტია, პირველი ადგილი; სამხტომი - მიშა ცანავა, მესამე ადგილი.


გოგონებს შორის:
ჭოკით ხტომა - სალომე ინჯგია, პირველი ადგილი; ჭოკით ხტომა - მელი შონია, მეორე ადგილი; ჭოკით ხტომა - მეგი შონია, მესამე ადგილი.
აფხაზეთის ღია პირველობაში გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები თასებით, მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.


შეჯიბრებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლეო გუგეშაშვილი, აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დირექტორი ენვერ თოლორდავა და სხვ.