იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა
13.04.2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით სოციალურად დაუცველ 550-მდე დევნილ ოჯახს სააღდგომო ნობათი გადაეცა. აქცია აფხაზეთის ხელისუფლების მიერ ოთხი წლის წინათ დაფუძნებული მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში გაიმართა.


აქციის მსვლელობისას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ იძულებით გადაადგილებულ პირებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. აქციას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და აფხაზეთის მთავრობის წევრები.
აქცია ქალაქ თბილისის მერიის, ტერაბანკისა და ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა.


სააღდგომო ნობათი დაურიგდათ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ინვალიდებს, აფხაზეთის ომის I ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს და ა.შ.


აქციის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა: „მეოთხე წელია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, უმაღლესი საბჭო და მთავრობა დღესასწაულებთან დაკავშირებით მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, ომის მონაწილეებს, შშმ პირებს და სხვებს, ტრადიციულად გადავცემთ სადღესასწაულო ნობათს. ახლაც, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ამ ტრადიციას კვლავინდებურად ვაგრძელებთ და სააღდგომო ნობათი გადავცეთ ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სიდუხჭირეში მცხოვრებ ნაწილს.


ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, დაგვეხმარა ქალაქ თბილისის მერია, რისთვისაც მადლობა მინდა მოვახსენო ბატონ დავით ნარმანიას და მის გუნდს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ტერაბანკს და ადგილობრივ ბიზნესორგანიზაციებს, ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ამ კეთილ საქმეში ყოველ წელს უანგაროდ გვეხმარება“.