იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტორსთან არსებულ ვალერი არქანიას არტ გალერეაში სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი გაიმართა
26.04.2017

ვალერი არქანიას არტ გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტორს ორგანიზებით და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან და ეროვნულ ოლიმპიურ აკადემიასთან თანამშრომლობით სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი გაიმართა.

სპორტის ადმინისტრატორთა პროგრამა მიზნად ისახავდა სპორტის ეროვნული ფედერაციების, სპორტული ორგანიზაციების, სპორტის მასწავლებლების, მწვრთნელების, სტუდენტებისა და სხვადასხვა მოხალისეების ცოდნისა და ინფორმირებულობის ამაღლებას.

სემინარი სოკ-ის მიერ შემუშავებული სპორტის ადმინისტრირების სახელმძღვანელოს გამოყენებით წარიმართა. სემინარის პერიოდში სპორტის სფეროში წამყვანმა სპეციალისტებმა და გამოცდილმა ექსპერტებმა ოლიმპიური მოძრაობის ისტორია, სტრუქტურა, ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. კონფერენციის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს სოკ-ის სერთიფიკატი გადაეცა.

სემინარს გალის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული პედაგოგები და სპორტის მუშაკები, აფხაზეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

სემინარზე მომხსენებელთა შორის იყვნენ ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის გენერალური მდივანი; თამარ მანჯავიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი; ვასილ ლიპარტელიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი; გოდერძი შურღაია, აფხაზეთის რეგიონული ოლიპიური კომიტეტის გენერალური მდივანი; ლელა აფციაური, პარაოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი და სხვ.

სემინარის მონაწილეებსა და მხარდამჭერ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ როლანდ ნიჟარაძემ.