იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სიახლეები
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 26 მაისს მიეძღვნა
26.05.2017

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და კულტურის საგანმანათლებლო პროგრამების  სამსახურის სახელოვნებო განყოფილებამ, აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირ „მომავლის ხმასთან“ ერთად,  საქართველოს ეროვნული დღესასწაული 26 მაისი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით საგანგებოდ შექმნილი შემოქმედებითი  პროექტის - „საქართველოვ, გულო ჩემო“ მონაწილეებმა ყვავილებით შეამკეს მერაბ კოსტავას მემორიალი.

ლიტერატურული კომპოზიცია - „ვაჟკაცსა გული რკინისა“  წარმოადგინეს აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,  ინსცენირება - „საქართველოვ, გულო ჩემო“ განახორციელეს აფხაზეთის   ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებით კავშირის „მომავლის ხმის“ წევრებმა. მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში ასევე მოეწყო აფხაზეთის დევნილ ნორჩ მხატვართა მიერ 26 მაისის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

ლიტერატურულ საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჯემალ გამახარია, ქართული სათვისტომოს წევრი პარიზში ოთარ პატარიძე და  მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები, ამასთანავე ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოს დასასრულ გახმიანდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე წარმოთქმული სიტყვები: „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი დაკარგული არ არის და ჩვენ ღვთის მადლით ვიზეიმებთ საქართველოს გამთლიანებას“.