იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
დევნილმა მოზარდებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ გაატარეს
02.06.2017

პირველი ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის სახელოვნებო განყოფილების ინიციატივით, აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები და თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული მოზარდები - სიონის ტაძარში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით შესრულებულ სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრნენ.

მოზარდებმა შემდეგ მთაწმინდის პარკში გადაინაცვლეს და მონაწილეობა მიიღეს იქ გამართულ კონკურსებში: „მე და სამყარო“, „ჩვენ ვხატავთ მზეს“. ზღაპრის გმირებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და კიდევ ერთი საინტერესო დღით გაამდიდრეს თავიანთი მოგონებები.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: ქ.თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო.