იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
სიახლეები
აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის ინიციატივით სპორტული თამაშები გაიმართა
08.06.2017

აფხაზეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის ინიციატივით, 2 ივნისს ქ. სენაკში გაიმართა საქართველოს რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციების I სპორტული თამაშები. თამაშში მონაწილეობდნენ აფხაზეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელები. სამწუხაროდ, მონაწილეობას თავი აარიდა აჭარის დელეგაციამ. პროექტის ,,ოლიმპიზმი გვაერთიანებს’“ მხარდამჭერი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.


თამაშების პროგრამაში შეტანილი იყო კროსი 500-1000 მეტრზე, მინი-ფეხბურთი, კალათბურთი, ბაგირის გადაძალვა და სპორტული ვიქტორინა იოლიმპიური მოძრაობის ისტორიიდან.


ცალკეულ სახეობებში გაიმარჯვეს: კროსში - იმერეთის გუნდმა, მინი-ფეხბურთში -სამეგრელომ, კალათბურთში, ბაგირის გადაძალვასა და სპორტულ ვიქტორინაში - აფხაზეთის გუნდმა,
საერთო გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციის დელეგაციამ, მეორეზე გავიდა იმერეთის ნაკრები, მესამეზე - სამეგრელო-ზემო სვანეთი.


ეს იყო - I ზონის სპორტული თამაშები, რომელსაც გაგრძელება ექნება კიდევ ორ ზონაში დარჩენილი რეგიონების მონაწილეობით. ზონებში გამარჯვებული სამი გუნდი იასპარეზებს შემოდგომის რესპუბლიკურ ფინალურ თამაშებში, რომლის საგზური აფხაზეთმა უკვე დაიბევა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, იმერეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რეზო რობაქიძე, სამეგრელოს ოლიმპიური ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით კილასონია და სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელი პირები.