იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები თსუ-ს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სა-მეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრნენ
13.06.2017

ამ დღეებში აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჯუმბერ ბეთაშვილის სახელობის აფხაზეთის №2 და ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სა¬მეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრნენ.


სტუმრებს მასპინძლობა ცენტრის თანამშრომელმა ლეილა ავიძბამ გაუწია. მან მოსწავლეებს გააცნო ცენტრის ისტორია, საქმიანობა, ისაუბრა განხორციელებული პროექტებისა და აქტივობების თაობაზე.


მოსწავლეებმა დაათვალიერეს ცენტრთან არსებული ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია როგორც ომის შემდგომ აფხაზეთში გამოშვებული წიგნები, ასევე აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტომასალა.


მოსწავლეები ასევე გაეცნენ ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნებს: ქართულ-აფხაზური ფოტოალბომი - „აფხაზეთი - XIX საუკუნე“, ენციკლოპედია, ქართულ-აფხაზური სასაუბრო და სხვ.


ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სა¬მეცნიერო-კვლევითი ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა და 15 წელია თსუ-ს სტრუქტურული ერთეულის ფორმით არსებობს. ცენტრი ახორციელებს პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც, მასთან თანაშრომლობენ როგორც ენგურსგამოღმა, ისე ენგურსგაღმა მცხოვრები აფხაზები. აქვე მოქმედებს აფხაზური ენის შემსწავლელი კურსები, სადაც ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შეუძლია აფხაზური ენის შესწავლა.