იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრომ შშმპ-ისთვის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა
06.07.2017

cაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ქვეპროგრამის „შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის“ პრაქტიკული კურსი დასრულდა. ქვეპროგრამა კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომასთან“ ერთად განხორციელდა.


მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ. საქართველოში 150 000–ზე მეტი მოქალაქე შშმპ-ია, მათი დიდი ნაწილი გარიყულია საზოგადოებისაგან. ამ კატეგორიის მოზარდების მთავარი პრობლემა არის სოციალური აქტივობის დაბალი ხარისხი, რაც იწვევს ზოგადად სხვადასხვა ფსიქიკურ და სოციალურ პრობლემას.

მნიშვნელოვანია, რომ შშმპ-მა იგრძნონ, რომ ისინი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან. ამისთვის კი აუცილებელია მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. ზემოთ ხსენებული ქვეპროგრამა სწორედ შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის პროცესის, მათი გონებრივი და ფიზიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობას, შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების მიმართ საზოგადოების მხრიდან ინტერესისა და მზრუნველობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად. 


ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ამჯერად 10 შშმ მოზარდს კულტურული ცენტრი უნარშეზღუდულთათვის „თანადგომასთან“ ერთად ჩაუტარდა შრომითი უნარ-ჩვევების განვითარების პრაქტიკული კურსი. კურსი მოიცავდა 8 გაკვეთილს და შედგებოდა როგორც გონების (ყურადღების, შემოქმედებითი აზროვნებისა და მეხსიერების) გასააქტიურებელი სავარჯიშოების, ასევე არტთერაპიის ნაწილისგან. ყოველი გაკვეთილი იწყებოდა წინა მასალის გამეორებით. პირველი ნაწილი ეთმობოდა თეორიულ მასალას, მეორე - პრაქტიკულ სამუშაოებს (ხატვა, ბისერებით მძივებისა და სამაჯურების დამზადება, აკვარელის საღებავებით ღია ბარათების შექმნა და სხვ). განხორციელებული აქტივობები ეხმარებოდა მოზარდებს ტექსტზე ყურადღების კონცენტრაციაში, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს თავის ტვინის ნეირონების გააქტიურებასა და დამახსოვრების პროცესის გაძლიერებას. 


კურსის ბოლოს შშმ მოზარდებთან და მშობლებთნ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.