იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
სიახლეები
საქართველოს მხატვართა კავშირში აფხაზეთის მთავრობასთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს
20.09.2017

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს მხატვართა კავშირს ეწვია. ვახტანგ ყოლბაია სტუმრობისას საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს გურამ ცერცვაძეს და აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს დავით ბაძაღუას მხატვრებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. მათ შორის განიხილეს ლიტვის ქალაქ ანიქშიაიში დაგეგმილი დევნილი მხატვრების გამოფენის დეტალები, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მხატვართა კავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა ლიტვის ქალაქ ანიქშიაის „ანგელოზის მუზეუმის" ორგანიზებით, ამავე მუზეუმში 28 სექტემბერს გაიხსნება და 8 ოქტომბრამდე გასტანს. გამოფენა  სოხუმის დაცემის დღეს ეძღვნება და მისი სახელწოდებაა „27 სექტემბერი".