იხილეთ საიტის ძველი ვერსია
იტვირთება...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
  • ორშ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შაბ
  • კვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
სიახლეები
აფხაზეთის მხატვრებმა ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა გამართეს
02.11.2017

საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების ყოველწლიური საშემოდგომო გამოფენა გაიმართა. გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს მხატვართა კავშირის და აფხაზეთის ლიტერატორთა და შემოქმედებით გაერთიანების მხარდაჭერით მოეწყო.


გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გამოფენის მონაწილე თითოეული ავტორის ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამი ნამუშევარი, რომელთაგან ერთ-ერთი „წლის საუკეთესო ნამუშევრის“ ნომინაციაზე უნდა წარდგენილიყო.


აფხაზეთის მხატვართა კავშირის გამგეობამ ნომინანტების გამოსავლენად შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქართველოში სახვითი ხელოვნების დარგში აღიარებული და კომპეტენტური ხელოვანებისაგან შედგებოდა (კომისიის წევრების ვინაობა ფარული იყო).
„წლის საუკეთესო ნამუშევრის“ პრიზი არ გაცემულა, მაგრამ კონკურსში მონაწილე ათამდე მხატვარს სპეციალური დიპლომები და ფულადი პრემია გადაეცა.


გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ხელოვნების მოყვარულები, კრიტიკოსები, მასმედია და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.